პატიმრობაში ტოვებენ 35 წლის კაცს, რომელსაც ბრალად 6 წლის დისშვილის სექსუალური შევიწროება ედება
პატიმრობაში ტოვებენ 35 წლის კაცს, რომელსაც ბრალად 6 წლის დისშვილის სექსუალური შევიწროება ედება
35 წლის ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს გამომძიებელმა და პროკურორმა დაკითხვის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ დაკავებულს ბრალად 6 წლის დისშვილის სექსუალური შევიწროება ედება.
ბრალდებული მის დასთან და სიძესთან ერთად ცხოვრობდა სალონიკში, როცა ორშაბათს გამთენიისას მისი დისშვილის საძინებელში შეიპარა და მასზე იძალადა.
მომხდარის შესახემ მშობლებს გოგონას ძმამ მოუყვა, რომელიც იმავე ოთახში იმყოფებოდა.
დაკითხვაზე კაცმა აღიარა დანაშაული და ბოდიში მოუხადა ოჯახის წევრებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ის მომხდარს მის ფსიქოლოგიურ პრობლემებს აბრალებს.
“ჩემი კლიენტი პირველივე დღეს მიხვდა მისი ქმედების სიმძიმეს და იაზრებს რომ შეცდომა დაუშვა. სწორედ ამიტომ თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან. საუბარი გვაქვს შშმ პირზე, რომელსაც აქვს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები. მან უკვე მოუხადა ბოდიში როგორც დაზარალებულს, ასევე მისი დის ოჯახს, რომელიც მასზე ბოლო 15 წელია ზრუნავს.” – აცხადებს დაკავებულის ადვოკატი.
