პატისიონი: ფურგონი ხეს შეეჯახა
პატისიონი: ფურგონი ხეს შეეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით, პატისიონის ქუჩაზე, ომონიას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფურგონის მძღოლი ცდილობდა მანქანა გაეჩერებინა, რომ მაღაზია პროდუქტით მოემარაგებინა, როცა ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ხე ჩამოვარდა და მანქანას დაეცა.
უბედურ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან იმ მომენტისთვის მიმდებარე ტერიტორიაზე არავინ გადაადგილდებოდა.
შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა საგზაო პოლიცია საცობების დასარეგულირებლად, რადგან უბედური შემთხვევის გამო 3 მოძრაობის ხაზიდან 2 ჩაიკეტა.
პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მერიის თანამშრომლებმა უკვე გაწმინდეს გზა, შესაბამისად გზის სამივე ნაკადში აღდგენილია მოძრაობა.
Facebook Comments Box