პატრაში ბოშა არასრულწლოვანებმა ხანდაზმული ქალი გაძარცვეს
პატრას უშიშროების პოლიციის თანამშრომლები ცდილობენ დაადგინონ ბოშა არასრულწლოვანთა ჯგუფის წევრების ვინაობა, რომლებიც ხუთშაბათს ნაშუადღევს ცდილობდნენ დაუცველი მოხუცი ქალის გაძარცვას, რომელიც მარტო გადაადგილდებოდა ქუჩაში.
არასრულწლოვანები თავს დაესხნენ ქალს ათეულობით გამვლელის თვალწინ და ძალადობრივი ქმედებით დააგდეს ის ძირს, რის გამოც ქალმა თავი დაარტყა და სერიოზული დააზიანება მიიღო. თუმცა, თავდამსხმელებმა მისი ჩანთის ხელში ჩაგდება ვერ მოახერხეს, რადგან თვითმხილველები მოხუცს დაეხმარნენ, რის შემდეგაც ბოშები ადგილიდან სწრაფად მიიმალნენ.
დაშავებული მოხუცი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მან ჩვენება მისცა პოლიციას, რომელიც უკვე ეძებს კადრებს კამერებიდან, რათა გამოავლინოს არასრულწლოვანი დამნაშავეები. საქმე აღიძრა ყაჩაღობის მცდელობისა და სხეულის განზრახ დაზიანების ფაქტზე.