Latest news
ორშაბათი, თებერვალი 16, 2026
საბერძნეთიUncategorized

პატრა: ალკოჰოლური ინტოქსიკაციით საავადმყოფოში 2 არასრულწლოვანი გადაიყვანეს

პატრა: ალკოჰოლური ინტოქსიკაციით საავადმყოფოში 2 არასრულწლოვანი გადაიყვანეს

მიუხედავად გამკაცრებული კანონმდებლობისა არასრულწლოვნების მიერ ალკოჰოლის მოხმარების შემთხვევები არ მცირდება.

შობის ღამეს პატრას საავადმყოფოში 2 არასრულწლოვანი ალკოჰოლური ინტოქსიკაციით მიიყვანეს. 

14 წლის ბიჭი დიდი ოდენობით ალკოჰოლის მოხმარების გამო ჯერ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ძლიერი ინტოქსიკაციის გამო ექიმებმა მისი საავადმყოფოში გადაყვანა ჩათვალეს საჭიროდ. იმავე მდგომარეობაში იყო 16 წლის ბიჭიც, რომელმაც ალკოჰოლური ნივთიერება ქვედა ახაიაში შეიძინა.

პოლიციამ დააკავა 14 წლის ბიჭის მამა და 16 წლის ბიჭის დედა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *