პატრა: გარდაიცვალა 11 წლის ბიჭი, რომელსაც ავტომანქანა დაეჯახა ველოსიპედით სეირნობისას
პატრა: გარდაიცვალა 11 წლის ბიჭი, რომელსაც ავტომანქანა დაეჯახა ველოსიპედით სეირნობისას
გუშინ დილით გარდაიცვალა 11 წლის ბიჭი, რომელიც საავადმყოფოში აგვისტოს დასაწყისში სხეულის მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს.
ბიჭს ლესინში, ეტოლოაკარნანიაში, ველოსიპედით სეირნობისას ავტომანქანა დაეჯახა. შეჯახების შედეგად თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.
შეგახსენებთ რომ თავდაპირველად დაშავებული მესოლოგიუს საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების შემდეგ ექიმებმა საჭიროდ ჩათვალეს რომ პატრის საუნივერსიტეტო კლინიკაში ბავშვთა რეანიმაციაში იყო მისი განთავსება საჭირო.
ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაშავებული ბიჭის ორგანიზმი ბოლომდე იბრძოდა სიცოცხლისთვის, მაგრამ სამწუხაროდ გუშინ დილით გარდაიცვალა.
Facebook Comments Box