პატრა: დაკავებულია 8 პირი ღამის კლუბში 30 წლის ბიჭის სიკვდილამდე ცემის ბრალდებით
პატრა: დაკავებულია 8 პირი ღამის კლუბში 30 წლის ბიჭის სიკვდილამდე ცემის ბრალდებით
პატრას ერთ-ერთ ღამის კლუბში 4 იანვარს გამთენიისას მომხდარი 30 წლის კოსტას სიკვდილამდე ცემის ბრალდებით, სამართალდამცავმა ორგანოებმა 8 პირი დააკავეს.
ღამის კლუბში ჩხუბი 2 სამეგობრო წრეს შორის ატყდა. დაძაბულობა ახალგაზრდებს შორის უმნიშვნელო მიზეზის გამო წარმოიშვა და მალევე გადაიზარდა ხელჩართულ ბრძოლაში, რომლის დროსაც 30 წლის კოსტას თავისა და სხეულის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენს.
დაშავებული ნათესავებმა დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მიყენებული დაზიანებები ახალგაზრდასთვის საბედისწერო აღმოჩნდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
Facebook Comments Box
