Latest news
ადონის ღეორღიადისმა აღიარა, რომ თმა გადანერგილი აქვს - კაცები უნდა ვეცადოთ გავიუმჯობესოთ გარეგნობა, ... განცხადებების მიღება საზაფხულო ვაუჩერების მოსაგებად 2025 წლის 13 და 14 მაისსაც იქნება შესაძლებელი ძლიერი წვიმა და დაბალი ტემპერატურა საბერძნეთის ტერიტორიაზე შემოდგომის თბილ თვეს მოგვაგონებს დედა ჩხუბის შედეგად შემოაკვდა - ცხედარის გადამალვას საათობით ცდილობდა ირაკლიო: 42 წლის ქალმა სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა ლარისა: შვილმა საკუთარი დედა დანით დაჩეხა და ცხედარის გადამალვა ბიძაშვილთან ერთად სცადა განცხადებების მიღება საზაფხულო ვაუჩერების მოსაგებად 2025 წლის 18 მაისამდე გაგრძელდება როგორ შეძლებს საბერძეთის მოსახლეობა უფასოდ ოპერაციების გაკეთებას კერძო კლინიკებში Tiktok-ზე ვრცელდება გულისამაჩუყებელი ვიდეო, თუ როგორ გადაარჩინა 21 წლის მედდამ კნუტის სიცოცხლე კრეტა: ავტოსაგზაო შემთხვევამ 56 წლის კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა
სამშაბათი, მაისი 13, 2025
კრიმინალისაბერძნეთი

პატრა: დამარტყა და ნაგვის ყუთებში შემაგდო – აცხადებს კურიერი, რომელიც ავტომანქანის მძღოლმა სცემა

პატრა: დამარტყა და ნაგვის ყუთებში შემაგდო – აცხადებს კურიერი, რომელიც ავტომანქანის მძღოლმა სცემა

სოტირის ბახოსს 32 ნაკერის დადება დასჭირდა ფეხზე მას შემდეგ, რაც ავტომანქანის მძღოლმა უმოწყალოდ სცემა.

მძღოლმა ჩხუბი იმ მიზეზით ატეხა, რომ კურიერმა გზა გადაუკეტა.

 photothema.gr-თან საუბრისას დაზარალებულმა თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა: “მტერსაც არ ვუსურვებ იმას, რაც გამოვიარე. 02:50 საათზე ხუთშაბათს გამთენიისას შეკვეთა მიმქონდა ერთ-ერთ მისამართზე, როცა დავინახე რომ უკან მანქანა მომყვებოდა. როცა მანქანა მომიახლოვდა გვერდულად დამარტყა და ნაგვის ყუთებში შემაგდო. გავიგე როგორ გადმოვიდა მანქანიდან. ვეცადე ავმდგარიყავი, რადგან ჯერ არ მქონდა გააზრებული რომ დაცემის შედეგად ფეხზე მძიმე დაზიანება მქონდა მიღებული. ავდექი და ისევ დავეცი. ამ დროს მიახლოვდება და მეუბნება “ჩემთვის გინდოდა გზის გადაკეტვა შე ნა*******” და ბრუნდება უკან მანქანაში.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *