პატრა: კაცმა ყოფილი მეუღლე ქუჩაში უმოწყალოდ სცემა
პატრა: კაცმა ყოფილი მეუღლე ქუჩაში უმოწყალოდ სცემა
სიცოცხლის შესანარჩუნებლად იბრძვის ღარიფალია, რომელიც მისმა ყოფილმა მეუღლემ შუა ქუჩაში უმოწყალოდ სცემა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მისი ოჯახის წევრები მხოლოდ სასწაულის იმედად არიან დარჩენილები.
49 წლის მოძალადემ დანაშაული აღიარა: “აღიარებ რომ ვცემე, მაგრამ ცუდი განზრახვა არ მქონია. უმნიშვნელო მიზეზით დაიწყო ჩვენი ჩხუბი, გამაფრთხილა რომ სასტუმროში აპირებდა წასვლას. მე გავყევი, რომ მენახა სად მიდიოდა, თუმცა მისი ცემა განზრახული არ მქონია. მუშტები და წიხლები არ გამომიყენებია.. უბრალოდ ხელი ვკარი და დაეცა.”
Tempo24-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კვირას შუადღეს, სანამ 41 წლის ქალს ყოფილი მეუღლე უმოწყალოდ სცემდა, მთელს ოჯახს მოგროვილი ჰქონდა პირადი ნივთები და ნაქირავები ბინის დაცლას აპირებდა. ბინის დაცლის მიზეზი კი ბინის მეპატრონის კატეგორიული მოთხოვნა გახდა, რადგან ყოველდღიურად ისმენდა გაუთავებელი ჩხუბის ხმას.
გამოძიების მიერ მოპოვებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მოძალადემ ქალს სახეში მუშტები ურტყა და შემდეგ თავში ჩაარტყა. ძლიერი დარტყმის შედეგად ქალი მიწაზე დაეცა და გონება დაკარგა.