Latest news
იანნის ადეტოკუნბომ ცნობილ youtuber-ს IShowspeed-ს აკროპოლისზე გიდობა გაუწია პილიო: 32 წლის ტურისტი ცურვისას დაიხრჩო ღლიკა ნერა: გარდაიცვალა 48 წლის კაცი, რომელიც 17 წლის ბიჭმა უმოწყალოდ სცემა ტემპერატურამ 10 გრადუსით იკლო - მომდევნო ორი დღის განმავლობაში ტემპერატურა 32-33 გრადუსს არ გადააჭარ... მიაულის სანაპიროზე ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს შეეჯახა ანო ლიოსია: საგარეუბნო მატარებლის ლიანდაგებთან ხანძარი გაჩნდა შთამბეჭდავი სავსე მთვარის ფოტოსურათები - ივლისის სავსე მთვარეს ირმის მთვარესაც უწოდებენ საბერძნეთის 7 რეგიონში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია 3 დღიანი პაუზის შემდეგ საბერძნეთის ატმოსფეროში სიცხის ტალღა ისევ დაიწყებს შემოსვლას დღეიდან ტემპერატურა შედარებით იკლებს
ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
საზოგადოებასაბერძნეთი

პატრა: მოხუცებული საკუთარ სახლში გარდაიცვალა

პატრა: მოხუცებული საკუთარ სახლში გარდაიცვალა

ორშაბათს საღამოს, 28 ოქტომბერს პოლიცია მოხუცებული წყვილის სახლში გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაადგინა, რომ მოხუცებული დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, თუმცა მისი მეუღლე ამას ვერ მიხვდა.

Tempo24-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მოხუცებულ ქალბატონს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და სწორედ ამიტომ ვერ მიხვდა, რომ მისი მეუღლე გარდაიცვალა.

პოლიცია წყვილის ნათესავმა გამოიძახა, რომელიც მათთან კვირაში ორჯერ მიდის ხოლმე სტუმრად და თან მოხუცებულებს საჭმლის მომზადებაში ეხმარება. სახლში შესვლისას ორშაბათს საღამოს ნათესავმა შეამჩნია, რომ მოხუცებული კაცი გარდაცვლილი იყო, ხოლო მისი მეუღლე კი უდარდელად უყურებდა ტელევიზორს.

ტრაგიკულმა შემთხვევამ ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია, რადგან მოხუცებული წყვილი წლების განმავლობაში ცხოვრობდა სრულიად მარტო და მათი კეთილდღეობა და ჯანმრთელობა ნათესავების სტუმრობაზე იყო დამოკიდებული.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *