პატრა-პირღოსის ეროვნულ გზატკეცილზე ავტოკატასტროფაში დაღუპული 45 წლის მძღოლი საავტომობილო რბოლის მოყვარული იყო
პატრა-პირღოსის ეროვნულ გზატკეცილზე ავტოკატასტროფაში დაღუპული 45 წლის მძღოლი საავტომობილო რბოლის მოყვარული იყო
45 წლის იანის სასალოსი, რომელიც პატრა-პირღოსის ეროვნულ გზატკეცილზე ავტოკატასტროფაში დაიღუპა, ცნობილი იყო მანქანებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით, სწრაფად გადაადგილდებოდა და იღებდა მონაწილეობას რბოლებში.
იანის სასალოსმა ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზის გამო საჭეზე კონტროლი დაკარგა და გზის კიდეში არსებულ ორ სინათლის ბოძს შეასკდა.
ადგილობრივი პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 45 წლის მძღოლი ავარიის შედეგად მანქანიდან გადმოვარდა, ვარდნის შედეგად კი მისი სხეული ნაწილებად დაიშალა.
ilialive.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იანის სასალოსი იყო ტექნიკოსი, რომელიც მანქანებს აპროგრამირებდა ისე, რომ შეძლებოდათ მაღალი სიჩქარით გადაადგილება და რბოლებში მონაწილეობის მიღება.