Latest news
სავარაუდოდ გულმა დაარტყა - განაცხადა 45 წლის კაცის შვილმა, რომელიც ათენის ცენტრში გარდაცვლილი იპოვეს პისპირინგუს ადვოკატი აცხადებს, რომ ჭორები, რომლებიც დაკავებულის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით... დაკავებული ციხის ოფიცერს თავს დაესხა და ყელში დაჭრა 25 მარტთან დაკავშირებით საბერძნეთის გზებზე გადაადგილებას საგზაო პოლიცია განსაკუთრებით გააკონტროლებს მომდევნო კვირიდან ტემპერატურა ისევ მოიმატებს ფთიოტიდა: ღორღოპოტამოსის ხიდზე კაცის ცხედარი იპოვეს ოთხშაბათი კვირის ყველაზე ცივ დღედ დასახელდა ათენი-კორინთოს ეროვნულ გზატკეცილზე მიმავალ სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა 9 აპრილს საჯარო მოხელეები გაიფიცებიან ორჯერ უვადო პატიმრობა მიესაჯა რულა პისპირინგუს, რომელიც საკუთარი შვილების მკვლელობაში ბრალდებულად სც...
ოთხშაბათი, მარტი 19, 2025
კრიმინალისაბერძნეთი

პატრა: პოლიციამ 16 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულები დროებით გაათავისუფლა

პატრა: პოლიციამ 16 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულები დროებით გაათავისუფლა

პროკურორის ბრძანებით გაათავისუფლა პოლიციამ 2 ბრალდებული, რომელთაც ბრალი 16 წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ედებათ. გამოძიების დასრულებამდე.

კვირას გამთენიისას პატრაში პოლიციამ 2 პირი დააკავა 16 წლის გოგონას ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებით. სამართალდამცავი ორგანოები ამ დრომდე ეძებენ მესამე დამნაშავეს.

tempo24 – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ეჭვმიტანილებს ეკრძალებათ ქვეყნის დატოვება და ვალდებულები არიან პოლიციის შენობაში გამოცხადდნენ აღრიცხვაზე. ეჭვმიტანილებს ასევე ეკრძალებათ 16 წლის გოგონასთან დაკონტაქტება.

შეგახსენებთ, რომ გაუპატიურების ფაქტი შაბათს ღამით დაფიქსირდა. 16 წლის გოგონა ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა როცა სამმა პირმა მიტოვებულ შენობაში წაიყვანა, რომელიც ანო პოლიში, ძველ საავადმყოფოსთან მდებარეობს და სწორედ იქ იძალადეს მასზე სექსუალურად.

ერთ-ერთი მოძალადე გოგონამ ამოიცნო და პოლიციამ შაბათსვე დააკავა, ხოლო მეორე მოძალადის დაკავება კი კვირას გამთენიისას მოხერხდა. სამართალდამცავი ორგანოების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად მესამე მოძალადე სპორტსმენია, მისი ვინაობა უკვე დადგენილია და პოლიცია აქტიურად ეძებს რათა დროულად მოხერხდეს მისი დაკავებაც.

დამნაშავეთა ასაკი 19-დან 21 წლამდე მერყეობს.

დაკავებულთაგან ერთ-ერთმა განაცხადა, რომ გოგონა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა, ხოლო მეორემ კი განაცხადა, რომ გოგონაზე მას არ უძალადია.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *