პატრა: ქალმა მშობიარობისას ექიმებისგან ვინაობა დამალა და რეგისტრაცია სხვა სახელით და გვარით გაიარა
პატრა: ქალმა მშობიარობისას ექიმებისგან ვინაობა დამალა და რეგისტრაცია სხვა სახელით და გვარით გაიარა
სხვისი სახელით და გვარით გაიარა რეგისტრაცია რიოს საუნივერსიტეტო კლინიკაში სამშობიარო განყოფილებაში ქალმა, რომელიც საავადმყოფოში მუცლის ტკივილით გადაიყვანეს.
tempo24.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში რეგისტრაციის გავლისას უცნაურად იქცეოდა და ცდილობდა მისი ვინაობა დაემალა. ექიმებმა ეჭვის აღების შემდეგ გამოიძახეს. სამართალდამცავი ორგანოების ჩარევის შედეგად დადგინდა, რომ ქალმა ექიმებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა მისი დაკავება შეუძლებელი იყო მისი მდგომარეობის გამო.
ექიმების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ახალგაზრდა ქალისა და ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საავადმყოფოში ის პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ რჩება.