პატრა: 10 წლის ბიჭი სახლში უკანონოდ შეჭრის მცდელობისას აივნიდან გადავარდა და მძიმედ დაშავდა
პატრა: 10 წლის ბიჭი სახლში უკანონოდ შეჭრის მცდელობისას აივნიდან გადავარდა და მძიმედ დაშავდა
მძიმედ არის დაშავებული არასრულწლოვანი მძარცველი, რომელმაც პატრაში, სახლის გასაძარცვად შესვლა სცადა.
pelop.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 10 წლის ბიჭმა იოანინონის ქუჩაზე პირველ სართულზე მდებარე სახლში აივნიდან შესვლა სცადა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაშავებული მის ასევე არასრულწლოვან თანამზრახველთან ერთად სახლის გასაძარცვად ცდილობდა ბინაში შესვლას.
აივანზე ასვლის მცდელობისას კი, ამ დრომდე უცნობ მიზეზთა გამო, გადმოვარდა, დაეცა და სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
Facebook Comments Box
