პატრა: 10 წლის ბიჭი სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი ბულინგის მსხვერპლი გახდა
პატრა: 10 წლის ბიჭი სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი ბულინგის მსხვერპლი გახდა
“მსგავსი შემთხვევები მხოლოდ ნარკოტიკულ ნივთიერებებზე გადაღებულ ფილმებში მინახავს” – განაცხადა არასრულწლოვანის მამამ, რომელმაც სატელევიზიო გადაცემაში მოყვა თუ როგორ ჩამოაცვეს მის შვილს თავზე პოლიეთილენის პარკი და გუდავდნენ.
“ბოლო 2,5 წელია ბულინგის მსხვერპლია. პირველი 2 წლის განმავლობაში შარვალს ხდიდნენ ხოლმე სკოლის ეზოში და ემუქრებოდნენ, რომ თუ რამეს მეტყოდა მოკლავდნენ. აბულინგებენ, იმიტომ რომ მისი ასაკისთვის საკმაოდ მაღალია. გუშინ პირველად წავიდა სკოლაში იმ საზარელი ინციდენტის შემდეგ.” – განაცხადა 10 წლის ბიჭის მამამ ΑΝΤ1-ს ეთერში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი ბულინგის ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. მაშინ, როცა არასრულწლოვნები კალავრიტადან ავტობუსით ბრუნდებოდნენ.
სკოლის მოსწავლეები კალავრიტაში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
10 წლის ბიჭმა განაცხადა, რომ მაშინ, როცა ავტობუსით სახლში ბრუნდებოდნენ, მისმა სამმა თანაკლასელმა თავზე პოლიეთილენის პარკი წამოაცვეს და გუდავდნენ.
ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, რომ დაზარალებულის ოჯახი არ ითხოვს მოსწავლეების დასჯას. მათ უბრალოდ სურთ, რომ მათ შვილს სკოლის შეცვლის შესაძლებლობა მისცენ.