პატრა: 14 წლის გოგონამ თანაკლასელს ხელი ჰკრა – დაცემის შედეგად სკოლის მოსწავლემ თავი დაარტყა
პატრა: 14 წლის გოგონამ თანაკლასელს ხელი ჰკრა – დაცემის შედეგად სკოლის მოსწავლემ თავი დაარტყა
სამშაბათს ღამით პატრაში პოლიციამ 14 წლის გოგონა მის მშობლებთან ერთად განყოფილებაში თანაკლასელზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით გადაიყვანა.
პოლიციაში საჩივარი დაშავებული გოგონას დედამ შეიტანა. საჩივარზე დაყდნობით 14 წლის გოგონა მის მეგობართან ერთად თავს დაესხა თანაკლასელს, მუცელისა და სახის არეში მუშტები ურტყა, ხელი ჰკრა, გოგონა დაეცა და თავი დაარტყა. დაშავებულს თავის არეში აქვს ტრავმა მიღებული და ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.
tempo24.news – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აღნიშნული შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე მოხდა.
არასრულწლოვანი თავდამსხმელი დედასთან ერთად სასამართლოს წინაშე სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენებისთვის წარდგება.
Facebook Comments Box