პატრა: 2 არასრულწლოვანი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა
პატრა: 2 არასრულწლოვანი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა
კვირას ღამიდან, 13 აპრილიდან გაუჩერებლად ეძებენ 2 არასრულწლოვან გოგონას, რომლებიც უგზო-უკვლოდ გაუჩინარდნენ.
tempo24.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 14 და 15 წლის გოგონები პატრას ბავშვთა ცენტრიდან გაიპარნენ. გამოძიება ვარაუდობს, რომ არასრულწლოვნები ფანჯრიდან გადაიპარნენ.
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბავშვთა ცენტრიდან ბავშები გაპარვას ცდილობენ. სულ რაღაც ერთი თვის წინ კიდევ 2 გოგონა გაუჩინარდა, თუმცა Silver Alert-ის დახმარებით მათი პოვნა მალევე შეძლეს.
Facebook Comments Box