პატრა: 20 წლის ბიჭი, რომელსაც მენინგიტი დაუდგინდა, 6 საათში გარდაიცვალა
პატრა: 20 წლის ბიჭი, რომელსაც მენინგიტი დაუდგინდა, 6 საათში გარდაიცვალა
დღეს საბოლოოდ გამოემშვიდობებიან 20 წლის ბიჭს ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და თანაკურსელები, რომელიც სულ რამდენიმე საათში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მენინგიტი დაუდგინდა.
გარდაცვლილის დედამ განაცხადა: “არ აღენიშნებოდა სილურჯეები. ჩემს გოგოს შეეშინდა მაშინ როცა სიცხე დაუვარდა. როგორც აღმოჩდა მენინგიტის უსიმპტომო ფორმა ქონდა, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება. დაბალი სიცხე ჰქონდა და როცა საავადმოფოში მივიდა ექიმებმა მაშინვე გაუწიეს საჭირო სამედიცინო დახმარება. მაგრამ მისმა ორგანიზმმა ვერ გაუძლო, ბოლოს გულიც გაუჩერდა.”
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა პატრას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი იყო. ორშაბათს დილით გამოცდაზე მივიდა, შემდეგ რესტორანში ისადილა და ღამით სახლში დაბრუნებისას გახდა ცუდად.
სოკრატის კურსელმა, რომელიც მის გვერდით იჯდა, განაცხადა, რომ სოკრატის გაფრთხილებული ჰყავდა ლექტორები რომ არ გრძნობდა თავს კარგად და ეჭვდობდა, რომ ვირუსი ჰქონდა.