პატრა: 80 წლის ქალი სამმა არასრულწლოვანმა გაძარცვა
პატრა: 80 წლის ქალი სამმა არასრულწლოვანმა გაძარცვა
საავადმყოფოში გადაიყვანეს 80 წლის ქალი, რომელსაც დღეს დილით ასიმაკი ფოტილას ქუჩაზე, პატრაში, 3 არასრულწლოვანი დაესხა თავს. 1 გოგონა და 2 ბიჭი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სამივე თავდამსხმელი ერთდროულად მიუახლოვდა მოხუცებულს, მკერდის არეში ჩაარტყეს, ოქროს ჯვარი ჩამოგლიჯეს ყელიდა, ხელი ჰკრეს და ადგილიდან მიიმალნენ.
დაცემის შედეგად მოხუცებულს ბარძაყის არეში აღენიშება მოტეხილობა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
პოლიციამ დაიწყო გამოძიება დამნაშავეების ვინაობის დასადგენად. მსხვერპლის აღწერის თანახმად არასრულწლოვნები იყვნენ ბოშები (რომა).
Facebook Comments Box
