პერამა: არასრულწლოვნებმა ავტობუსს ქვები დაუშინეს – დაშავებულია 1 მგზავრი
პერამა: არასრულწლოვნებმა ავტობუსს ქვები დაუშინეს – დაშავებულია 1 მგზავრი
შაბათს საღამოს ორმა არასრულწლოვანმა ავტობუსს ქვები დაუშინა.
არასრულწლოვნები დაახლოვებით 16:30 საათზე 843 ნომერი ავტობუსით პერამადან პირეას მიმართულებით გადაადგილდნენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არასრულწლოვანთაგან ერთ-ერთი სიგარეტს ეწეოდა, ხოლო მეორე კი იგინებოდა. სწორედ ამიტომ მძღოლმა გადაწყვიტა ავტობუსი გაეჩერებინა და ახალგაზრდებისთვის ტრანსპორტის დატოვება ეთხოვა. არასრულწლოვნებს ავტობუსის დატოვება არ უნდოდათ, გამომდინარე აქედან მძღოლი პოლიციის გამოძახებით დაიმუქრა და მას მხარი ავტობუსის სხვა მზგავრებმაც აუბეს.
მას შემდეგ რაც მძღოლი იძულებული გახდა პოლიციისთვის დაერეკა ახალგაზრდები ავტობუსიდან ჩავიდნენ, თუმცა როგორც კი ავტობუსი დაიძრა მათ ტრანსპორტს ქვები დაუშინეს, რის შედეგადაც ავტობუსის შუშა ჩამოიმსხვრა და 1 მგზავრი მსუბუქად დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.