პერამა: მიტოვებულ შენობაში გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება
პერამა: მიტოვებულ შენობაში გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება
პერამაში, ტინუსა და პაპანდრეუს ქუჩების კვეთაზე გაჩენილი ხანძრის ნაწილობრივ დამორჩილება შეძლეს მეხანძრეებმა, რომლის ჩაქრობასაც დილიდან ცდილობენ.
სახანძრო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხანძარი დილის 10:35 საათზე გაჩნდა მიწის ნაკვეთზე და ცეცხლი ნაკვეთზე არსებული ნარჩენების გამო სწრაფად მოედო გარშემო ტერიტორიას.
“ვიწვით, ნავთობსადენთან ახლოს გააჩინეს ხანძარი.” – აცხადებს პერამას მერი, იოანის ლაღუდაკოსი, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე აალებადი თხევადი საწვავია.
Facebook Comments Box