პერისტერი: მოტოციკლეტიდან ავტომანქანას ესროლეს
პერისტერი: მოტოციკლეტიდან ავტომანქანას ესროლეს
შორეულ დასავლეთში გადაღებულ სიუჟეტს მოგაგონებდათ გუშინ ღამით, პერისტერში შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევა.
შაბათს, ღამის 11:00 საათისკენ პელასღიას და ფავიერუს ქუჩების კვეთაზე მოტოციკლეტით ავტომანქანას 2 პირი მიუახლოვდა და მძღოლს ესროლა.
თავდამსხმელებმა აღნიშნული შემთვევის შემდეგ მიმალვა სცადეს, თუმცა მათ მანქანა აედევნა და ხაიდარამდე კუდში სდია. რბოლამ მიხალაკოპულუსა და სამების ქუჩების კვეთამდე გასტანა, სადაც ავტომანქანა და მოტოციკლეტი ჯერ ერთმანეთს შეეჯახნენ შემდეგ კი იქვე გაჩერებულ ავტომანქანას.
შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სატრანსპორტო საშუალებები შემთხვევის ადგილზე მიატოვეს და ადგილიდან მიიმალნენ.
Facebook Comments Box