პერისტერი: პოლიციამ 43 წლის კაცი ნარკოტიკული ნივთიერებით ვაჭრობისთვის დააკავა
პერისტერი: პოლიციამ 43 წლის კაცი ნარკოტიკული ნივთიერებით ვაჭრობისთვის დააკავა
7 იანვარს შუადღეს პერისტერში პოლიციამ 43 წლის კაცი დააკავა ნარკოტიკების ფლობა, გადატანა, გაყიდვის ბრალდებით.
პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაკავებული დიდი ნარკოტიკული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრია, რომელიც პერისტერის ტერიტორიაზე იყო დაკავებული ნარკოტიკების გადატანა-გაყიდვით.
დაკავებულის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა:
- 1 კილო და 773,1 გრამი დაუმუშავებელი მარიხუანა
- 100 გრამი გადამუშავებული მარიხუანა (შოკოლადი)
- 150 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება – MDMA
- 3 120 ევროს ოდენობის თანხა
- 300 დოლარის ოდენობის თანხა
- მობილური ტელეფონი
- სასწორი
Facebook Comments Box