პერისტერი: 13 წლის გოგონამ ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ გონება დაკარგა
პერისტერი: 13 წლის გოგონამ ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ გონება დაკარგა
სამშაბათს ღამით საავადმყოფოში მიიყვანეს 13 წლის გოგონა უგონო მდგომარეობაში.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ გოგონამ გონება ალკოჰოლური სასმელის მოხმარების შემდეგ დაკარგა. სასმელი არასრულწლოვანმა პერისტერში მდებარე ერთ-ერთი ჯიხურიდან შეიძინა.
გოგონა მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა როცა გონება დაკარგა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა სწორედ მისმა მეგობრებმა გამოიძახეს და გონება დაკარგული არასრულწლოვანი “აღია სოფია”-ს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციამ დააკავა 13 წლის გოგონას მამა და ჯიხურის მფლობელი.
Facebook Comments Box
