პერისტერი: 4 ახალგაზრდას თავს 20 პირი დაესხა – დამნაშავეებმა ახალგაზრდებს მობილური ტელეფონი წაართვეს
პერისტერი: 4 ახალგაზრდას თავს 20 პირი დაესხა – დამნაშავეებმა ახალგაზრდებს მობილური ტელეფონი წაართვეს
პერისტერში 4 ახალგაზრდას შემზარავი ღამის გავლა მოუწიათ. მაშინ, როცა ახალგაზრდები პერისტერის ცენტრალურ გზაზე გადაადგილდებოდნენ მათ 20 კაციანი დამნაშავეთა დაჯგუფება მიუახლოვდა. ბოროტმოქმედებმა 21, 18. 17 და 15 წლის ახალგაზრდები ძალის გამოყენებით კუთხეში მიიმწყვდიეს, 21 წლის ბიჭს ჩანთა წაართვეს, რომელშიც მობილური ტელეფონი ედო და ადგილიდან მიიმალნენ.
პოლიციამ ამ დრომდე მხოლოდ 1 დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრის დაკავება შეძლო. დაკავებული 25 წლის ალბანეთის მოქალაქეა, რომელსაც ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურ ძარცვაში ედება.
თავდასხმის შემდეგ საჭირო გახდა სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ოთხივე დაზარალებულისთვის. ხოლო ოთხიდან ერთ-ერთის, 18 წლის ახალგაზრდას საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.