პეტროს ფილიპიდისი პროფესიას იცვლის- ის ფიქრობს გახდეს ტაქსის მძღოლი ან გახსნას კაფე
ცნობილი ბერძენი მსახიობი პეტროს ფილიპიდისი მზადაა მიატოვოს მსახიობობა, რადგან ორჯერ გაუპატიურების მცდელობაში მსჯავრდებულისთვის ტელევიზიის კარი სამუდამოდ დაიხურა.
როგორც ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის წამყვანმა განაცხადა, მსახიობი ფიქრობს გახდეს ტაქსის მძღოლი ან გახსნას საკუთარი კაფე იანინაში, მის მშობლიურ ოლქში.
“მან ბევრი პირადი ნივთი გაყიდა, რათა შეძლოს ცხოვრება, რადგან სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს”- აცხადებს წამყვანი.
ჟურნალისტებმა კომენტარის გაკეთება სთხოვეს მსახიობის მეუღლეს ელპიდა ნინოუს გავრცელებული ჭორების შესახებ, რომ პეტროს ფილიპიდისი სამსახურს ეძებს და ასევე დაინტერესდნენ მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობით, თუმცა მიუხედავად ჟურნალისტების დაჟინებული თხოვნისა, ელპიდა ნინოუმ ინტერვიუ არ მისცა, როგორც აღნიშნეს, ის ხელებგადაჯვარედინებული იდგა და უსიტყვოდ უყურებდა კამერას.