პილიო: სროლა და მუქარა მეზობლებს შორის
პილიო: სროლა და მუქარა მეზობლებს შორის
სამხრეთ პილიოში გასულ კვირას მეზობლის სახლის ეზოში ჰაერში გასროლილმა იარაღმა მთელი სოფელი ფეხზე დააყენა.
გასროლის მიზეზი პოლიციაში ერთი მეზობლისგან მეორეს წინააღმდეგ შესული საჩივარი იყო, რომელსაც ბრალად ლითონის კონსტრუქციის უკანონოდ აღმართვა ედება.
gegonota.news-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 55 წლის ხელოსანს 75 წლის მეზობელთან კამათი მოუვიდა. უთანხმოების დაწყების მიზეზი ლითონის კონსტრუქციის საკუთარ ეზოში უკანონოდ აღმართვა იყო, რომელიც 75 წლის მოხუცს აწუხებდა და რომლის ჩამოშლის მოთხოვნითაც სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის განყოფილებასაც მიმართა.
55 წლის მეზობელს სასამართლოდან პროცესზე დასწრების მოწვევა პარასკევს საღამოს მიუვიდა. მომხდარზე გულმოსულმა კი როგორც კი 75 წლის მოხუცი დაინახა, საკუთარ სახლში, კვირას დასასვენებლად ჩასული მოკიდა თავის იარაღს ხელი, შევიდა 75 წლის მეზობლის სახლის ეზოში და ჰაერში სროლა დაიწყო. ისროდა და იგინებოდა და ემუქრებოდა მის მეზობელს. 75 წლის შეშინებული მოხუცებული სახლში ჩაიკეტა და პოლიციაში დარეკა.
მეზობლებს ამ დრომდე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, უფრო მეტიც.. 55 წლის მეზობელი 75 წლის მოხუცებულის სახლს უვლიდა ხოლმე მაშინ, როცა სახლში არ იმყოფებოდა მეპატრონე. თუმცა სასამართლოდან პროცესზე მოწვევის მიღების შემდეგ მათი ურთიერთობა კრიტიკული გახდა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია მალევე გამოცხადდა, შეშინებულმა მოხუცმა 55 წლის მეზობლის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, ხოლო 55 წლის მეზობელმა კი სარჩელი შეიტანა 75 წლის მეზობლის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებისთვის.