პირეას პორტში 75 წლის კაცი ზღვაში გადავარდა
პირეას პორტში 75 წლის კაცი ზღვაში გადავარდა
ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე 75 წლის კაცმა, რომელიც კვირას ღამით პირეას პორტში, კერძოდ მეექვსე გასასვლელში ზღვაში გადავარდა.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სანაპირო დაცვა და ზღვიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს ხანშში შესული კაცი. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში, თუმცა მისთვის ყოველგვარი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა უკვე დაგვიანებული იყო.
მიმდინარეობს გამოძიება უბედური შემთხვევის გამომწვევი გარემოებების დასადგენად.
Facebook Comments Box
