პირეა: ავტოსკოლაში 81 წლის ქალს თავს დაესხნენ
პირეა: ავტოსკოლაში 81 წლის ქალს თავს დაესხნენ
პარასკევს დილით 81 წლის ქალს პირეაზე 2 უცნობი პირი დაესხა თავს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თავდასხმის შემთხვევა 08:50 საათზე დაფიქსირდა ავტოსკოლაში. დაზარალებული ავტოსკოლის მეპატრონეა. ქალს თავდამსხმელებმა რკინის ნივთით მიაყენეს დაზიანებები და დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ.
დაშავებული ძანიოს გენერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაიწყო გამოძიება თავდამსხმელების ვინაობის დასადგენად.
Facebook Comments Box
