პირეა: სანიაღვრე ჭაში ჩავარდნილი 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
35 წლის მამაკაცი, რომელიც პირეაში, პოლიდევკოსის ქუჩაზე სანიაღვრე ჭაში მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოს შესრულების დროს ჩარჩა და ვეღარ ამოვიდა, გარდაცვლილი იპოვეს.
უბედური შემთხვევა დღეს, შუადღისას მოხდა. ამ დრომდე უცნობია, თუ რატომ ვერ შეძლო მან ჭიდან თავის დაღწევა, გავრცელებული ვერსიით, შესაძლოა ჭაბურღილის ნაწილი, რომლის სიღრმეც სავარაუდოდ 5-10 მეტრია, ჩამოინგრა და გასასვლელი დაფარა, ან თვითონ მუშა დააზიანა. მეორე ვერსიით, ის ჭაში არსებულმა ჭუჭყმა და სხვა მასალებმა შეაკავა, რის შედეგადაც გონება დაკარგა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
სანიაღვრე ჭაბურღილიდან მამაკაცის ამოსაყვანად ადგილზე 16 მეხანძრე-მაშველი 5 სახანძრო მანქანით მუშაობდა.
შახტიდან ამოყვანის შემდეგ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის შემდეგაც სამწუხაროდ მისი გარდაცვალება დადასტურდა.