პირეა: ტროლეიბუსის მძღოლს უცნობი პირები დაესხნენ თავს
პირეა: ტროლეიბუსის მძღოლს უცნობი პირები დაესხნენ თავს
უმოწყალოდ სცემეს კვირას შუადღეს ტროლეიბუსის მძღოლი.
მძღოლს სამსახურეობრივ მოვალეობის შესრულების დროს აღიუ ელევთერიუს ქუჩაზე ტრანსპორტის გაჩერება მოუწია, რადგან მის წინ მდებარე მანქანა გზას უკეტავდა. სწორედ ამ დროს დაესხა მას თავს 3 პირი და ფიზიკურად გაუსწორდა.
დაშავებული 50 წლის კაცია, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხეულის მსუბუქი დაზიანებებით თრიასიოს საავადმყოფოში გადაიყვანა.
სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს გამოძიება თავდამსხმელების ვინაობის დასადგენად.
სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცემა ავტომობილის მძღოლიც, რომელმაც გადაადგილების შეფერხება გამოიწვია.
Facebook Comments Box
