პირველი საშობაო ნაძვის ხე ჰალკიდიკში აინთო
პირველი საშობაო ნაძვის ხე ჰალკიდიკში აინთო
პირველი საშობაო ნაძვის ხე საბერძნეთში ჰალკიდიკის ერთ-ერთ სოფელში, რომელსაც “ნაძები”-ს სოფელსაც კი უწოდებენ, აინთო.
ნაძვის ხის განათების ცერემონია პარასკევს, 7 ნოემბერს სოფლის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა. ნაძის ხე 13 მეტრის სიმაღლის არის და საკმაოდ უხვად არის მორთული სათამაშოებითა და შთამბეჭდავი განათებებით.
ღონისძიებას თან ახლდა მხატვრული წარმოდგენები, რამაც შექმნა მხიარული, სადღესასწაულო ატმოსფერო. საღამო კი მუსიკალურად პოლიღიროსის მუნიციპალიტეტის ფილარმონიულმა ორკესტრმა გააფორმა.
Facebook Comments Box
