პირველი სიცხის ტალღას ამ კვირის ოთხშაბათიდან უნდა ველოდოთ
პირველი სიცხის ტალღას ამ კვირის ოთხშაბათიდან უნდა ველოდოთ
ტალახიანი წვიმებისა და ტემპერატურის ვარდნის შემდეგ საბერძნეთში ტემპერატურა იმატებს.
შუა კვირაში ამინდი კი რადიკალურად შეიცვლება, რადგან სიცხის ძლიერი „ტალღა“ უკვე საბერძნეთის ტერიტორიისკენ მოემართება.
მეტეოროლოგის, კლეარხოს მარუსაკისის განცხადების თანახმად, ოთხშაბათიდან ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს. მარუსაკისის გაკეთებული პროგნოზი დაადასტურა თოდორის კოლიდასმაც და დაამატა, რომ კვირის განმავლობაში საზაფხულო ტანსაცმელის გადმოწყობაც დაგვჭირდება.
“მომდევნო დღეებში, კონკრეტულად კი ხუთშაბათიდან, ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს.” მის პროგნოზს ანალიზს უკეთებს ვიდეო მასალითაც, სადაც გვაჩვენებს მოსალოდნელ ტემპერატურას 850 hpa დონეზედა გვიხსნის რომ საბერძნეთის დასავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში ტემპერატურა 30°C გრადუსამდე მოიმატებს.
“როგორც ხედავთ ადგილობრივად ტემპერატურა 31-დან 32°C გრადუსამდეც იმერყევებს და შესაძლოა კვირის ბოლოს უფრო დიდი სიცხის ტალღაც წამოვიდეს. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის ბევრ რეგიონში ნალექის დონეც მატულობს შესაძლოა ტემპერატურის მასიმალური მაჩვენებელი მთელი საბერძნეთის ტერიტორიაზე არ გვქონდეს.”
🌡️ Η ΠΟΡΕΙΑ ΤΩΝ ΘΕΡΜΟΚΡΑΣΙΩΝ ΤΗΝ ΕΒΔΟΜΑΔΑ ΠΟΥ ΕΡΧΕΤΑΙ
✅Τις επόμενες ημέρες και συγκεκριμένα από την Πέμπτη και μετά η θερμοκρασία θα ανέβει και θα κυμανθεί σε τιμές πάνω από τα κανονικά επίπεδα .
Αυτό διακρίνεται στο βίντεο όπου σας παρουσιάζουμε τις προβλεπόμενες… pic.twitter.com/3c11xdDyOS— Theodoros Kolydas (@KolydasT) May 12, 2024