პირღოსის მერი აცხადებს რომ ილიაში ხანძარი განზრახ გააჩინეს
პირღოსის მერი აცხადებს რომ ილიაში ხანძარი განზრახ გააჩინეს
იმ ჯოკოხეთური წუთებისა და საათების შესახებ გააკეთა პირღოსის მერმა კომენტარი, რომელსაც სახანძრო-სამაშველო სამსახური და მათი დამხმარეები გადიან ამჟამად ილიაში, “ნამდვილად ჯოჯოხეთი გავიარეთ პარასკევს საღამოს, როცა ძალიან ძლიერი ქარები ელვისსისწრაფით ავრცელებდა ცეცხლს მიმდებარე ტერიტორიაზე.”
პირღოსის მერმა ისაუბრა ცეცხლის 4 კერაზე, რომლებიც ერთმანეთისგან ერთი კილომეტრის გაშორებით გაჩნდნენ. “სწორედ ეს ფაქტი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ხანძარი არ იყო შემთხვევითი, ბუნებრივი მოვლენა. ცეცხლი განზრახ გააჩინეს.”
“ამჟამად ვთვლით, რომ ცეცხლი კონტროლს ექვემდებარება. გვინდა დავიჯეროთ რომ საშიშროება დასრულდა. ველოდებით რომ დავიმორჩინოთ ახაიაში გაჩენილი ხანძარიც, რადგან ისეთი სიმძლავრით აღარ უბერავენ ქარები, როგორც პარასკევს საღამოს. როგორც ჩვენ, ასევე მოსახლეობაც უსაფრთხოდაა. იმედია ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის.”
