Latest news
როდის შეძლებს საბერძეთის მოსახლეობა შემდეგი 3 დღიანი უქმეს გამოყენებას სალონიკი: კორპუსის მაცხოვრებლები ერთ-ერთ ბინაში Airbnb-ის გაკეთებას ეწინააღმდეგებიან კატო ტითორეა: ბანკის მძარველებს დანაშაულის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას მოპარული თანხა ჩანთიდან ამ... რატომ უარყოფდა ხალხი ასპირინს  13 მაისს საჯარო მოხელეები იფიცებიან აუდიტთა კომიტეტმა პარლამენტარების ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნა რეპეტიცია ზაფხულისთვის: ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს დღეიდან 12 მაისის ჩათვლით ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს ნასვამმა კაცმა ბარში ცეცხლი გახსნა ავლონა: რა ხდება არასრულწლოვნების ციხეებში: დანაშაულის ფენომენი და ჩვენებები
ორშაბათი, მაისი 11, 2026
ჯანმრთელობასაბერძნეთი

პირღოსი-პატრას ეროვნულ გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა

პირღოსი-პატრას ეროვნულ გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს საღამოს პირღოსი-პატრას ეროვნულ გზატკეცილზე, კაპელეტოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.

ახალგაზრდამ, რომელიც შავ BMW-ს მარკის ავტომანქანას მართავდა, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო საჭეზე კონტროლი დაკარგა და მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადავიდა. ავტომანქანა ავტობუსს შეეჯახა. 

საბედნიეროდ ავტობუსი ცარიელი იყო, შესაბამისად შეჯახებისას ავტობუსში არავინ დაშავებულა, თუმცა ავტომანქანა, რომელიც ავტობუსს შეეჯახა გზაზე გასრიალდა და გზის ჯებირებსა და ელექტრობოძს შეეჯახა.

ძლიერი არაერთგზის შეჯახების შედეგად შავი ავტომანქანის მძღოლი, 25 წლის გიორგოსი მძიმედ დაშავდა.

სრულიად დეფორმირებული მანქანიდან სახანძრო-სამაშველო სამსახურს ძალიან გაუჭირდა დაშავებულის გადმოყვანა, თუმცა მათ ეს მაინც მოახერხეს და დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადას გადასცეს საავადმყოფოში გადასაყვანად.

მიმდინარეობს გამოძიება ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *