პირღოსი: ცენტრალურ ქუჩაზე 62 წლის ველოსიპედისტი გარდაცვლილი იპოვეს
პირღოსი: ცენტრალურ ქუჩაზე 62 წლის ველოსიპედისტი გარდაცვლილი იპოვეს
შაბათს დილით, პირღოსში, ლამბეტიუს ცენტრალურ ქუჩაზე 62 წლის ველოსიპედისტი იპოვეს. გარდაცვლილი მამაკაცის სხეული მისივე ველოსიპედის გვერდით აღმოაჩინეს.
როგორც patrisnews აცხადებს, 62 წლის ველოსიპედისტის გარდაცვალება პათოლოგიური მიზეზით მოხდა, ველოსიპედის ტარებისას. მოხუცებულმა გონება დაკარგა, რის შედეგადაც მიწაზე დაეცა.
გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ 62 წლის მამაკაცი ხშირად იყენებდა ველოსიპედს ადგილობრივი გადაადგილებისთვის.
მიმდინარეობს გამოძიება ველოსიპედისტის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.
Facebook Comments Box
