Latest news
ხუთშაბათი, თებერვალი 13, 2025
საბერძნეთიUncategorized

პირღოსი: ჯვრისწერა ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა

პირღოსი: ჯვრისწერა ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა

დრამატული სანახაობის შემსწრენი გახდნენ ქორწილის სტუმრები, რომლებმაც იხილეს თუ როგორ გადაიზარდა ჯვრისწერა ხელჩართულ ბრძოლაში. 

patrisnews.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჯვრისწერის დროს, მაშინ როდესაც მამაომ თქვა: “ცოლი პატივს სცემდეს ქმარს.” პატარძალმა სიძეს ფეხი დააბიჯა. აღნიშნულ ქმედებაზე სიძეს არც თუ ისე მშვიდი რეაქცია ჰქონდა, პატარძლის მხარეს შებრუნდა და სახეში გაარტყა. ჩხუბში პატარძლის ნათესავები ჩაერივნენ და ჯვრისწერის ცერემონია ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. 

სიძე-პატარძლისა და სტუმრების გასაშველებლად პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. 

პატარძალს გული წაუვიდა და საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *