Latest news
განრისხებულმა ახალგაზრდამ ავტობუსის მძღოლს სახეში მუშტი ჩაარტყა - ჩხუბის მიზეზი ავტობუსის დაბალი სიჩ... ორეოკასტრო: 2 წლის ბავშვს რკინის ჭიშკარი დაეცა საბერძნეთი: ტემპერატრის მკვეთრი ვარდნა და ძლიერი ქარები ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მგზავრი მძიმედ დაშავდა რეთიმნო: კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ძაღლი დაიწვა პატრა: 10 წლის ბიჭი სახლში უკანონოდ შეჭრის მცდელობისას აივნიდან გადავარდა და მძიმედ დაშავდა ნავპლიო: ციხეში ატეხილი ჩხუბის შედეგად 5 პატიმარი დაშავდა მტრედმა პაციენტს საჭმელი შეუჭამა ძლიერმა წვიმამ ჰალკიდიკში გზები დატბორა პრაღა: ჯონ ლენონის კედლის დაარესების 45 წლისთავი სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება
სამშაბათი, აპრილი 29, 2025
საბერძნეთისაზოგადოება

პისპირინგუს ადვოკატი აცხადებს, რომ ჭორები, რომლებიც დაკავებულის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება

პისპირინგუს ადვოკატი აცხადებს, რომ ჭორები, რომლებიც დაკავებულის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება

რულა პისპირინგუსთან დაკავშირებით ატეხილი მითქმა მოთქმა, რომელიც განაჩენის გამოტანის შემდეგ პატიმრის მწყობრიდან გამოსვლას უკავშირდება, კერძოდ ის ფაქტი, რომ მან საკანში ყველაფერი დალეწა, სიმართლეს არ შეესაბამება.

პისპირინგუს ადვოკატმა ტელემაუწყებელ Open-თან საუბრისას განაცხადა, რომ მის კლიენტს არ ჰყავს თანამესაკნე და უფრო მეტიც, ის თავად ესაუბრა კორიდალოსის ციხის ოფიცრებს, რომლებმაც დაუდასტურეს, რომ არანაირი არეულობა რულა პისპირინგუს საკანში არ ყოფილა: “ჩემი კლიენტის შესახებ გავრცელებული ჭორები არის სასაცილო და არ შეესაბამება სიმართლეს. ქალბატონი პისპირინგუ საკანში მარტოა. შესაბამისად საკანში გამოწვეულ არეულობასთან დაკავშირებული რეპორტაჟი არის სიცრუე. ვითხოვ გამოჩნდეს საჯაროდ ის ქალბატონი, ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა. მე პირადად ვესაუბრე ციხის ოფიცრებს, რომლებმაც დამიდასტურეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.”

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *