Latest news
2026 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტების სია უკვე გამოქვეყნდა სამუდამო პატიმრობა შეეფარდა 40 წლის კაცს, 13 წლის გოგონას არაერთგზის გაუპატიურებისთვის  ტაქსის მძღოლები გაფიცვას აგრძელებენ გამოძიება ვარაუდობს რომ 16 წლის ლორა პანეპისტიმიუპოლთან ახლოს არის საჯარო მოსმენაზე გამოტანილია ახალი კანონპროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს კოლექტიური ხელშეკრულებების გა... კარისტიანუ: პარტია ტემბის ტრაგედიას მანიპულაციის იარაღად არ აქცევს სიკინოსის მუნიციპალიტეტი 2026 წლიდან ყოველ ახალშობილზე 3 000 ევროს დახმარებას გასცემს კუნძული ნაქსოსი 2026 წლის მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სიაში მოხვდა სალონიკი: პაციენტმა ექიმს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ხელი ჰკრა 16 წლის ლორას ამ დრომდე ეძებენ
ხუთშაბათი, იანვარი 15, 2026
ისტორიული ფაქტებისაბერძნეთი

პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყება სამხედრო დიქტატურის წინააღმდეგ

პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყება სამხედრო დიქტატურის წინააღმდეგ
პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყება იყო სამხედრო დიქტატურის წინააღმდეგ საყოველთაო წინააღმდეგობის გამოხატვა, რომელიც ათენში 1973 წლის 14 ნოემბერს სტუდენტების ინიციატივით დაიწყო და 17 ნოემბერს სისხლიანი შედეგით დასრულდა.

სტუდენტებმა 1973 წლის 14 ნოემბერს უარი განაცხადეს დასწრებოდნენ ლექციებს და მოახდინეს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის “ოკუპირება”. აღნიშნული სტუდენტური საპროტესო ქმედება იმჟამინდელი დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ კი საყოველთაო საპროტესტო აქციაში გადაიზარდა, რომელსაც საბერძნეთის რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ. აჯანყების ჩასახშობად სახელმწიფომ სამხედრო ძალები და ტანკები გამოიყენა. სამხედრო ძალების უმოწყალო ქმედებამ რამდენიმე სტუდენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეროვნული კვლევის ფონდის დირექტორის, ლეონიდას კალივერეტაკისის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2003 წელს დასახელებული დაღუპულთა რიცხვი იყო 24. 2009 წელს კი უკვე ოფიციალურად გამოქვეყნდა აჯანყების პროცესში გარდაცვლილი 24 ადამიანის სია.

სტუდენტები და საბერძნეთის მოქალაქეები იბრძოდნენ დემოკრატიის აღდგენისთვის. 1973 წლის აჯანყება იყო ყველაზე მასშტაბური აქტი ქვეყანაში შვიდწლიანი გაბატონებული დიქტატურის წინააღმდეგ. 

იმ საბედისწერო დღის შემდეგ, რომელმაც უამარავი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა, თუმცა ამავდროულად საძირკველი გამოუთხარა დემოკრატიის სამშობლოში უსამართლოდ გაბატონებულ სამხედრო დიქტატურას, ყოველ 17 ნოემბერს საბერძნეთის მოქალაქეები ათენის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში იკრიბებიან, რათა სამხედრო დიქტატურის წინააღმდეგ სისხლიანი სტუდენტური აჯანყების წლისთავი აღნიშნონ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *