პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში დიქტატორული რეჟიმის დამარცხების 51-ე წლისთავის აღსანიშნავად საბერძნეთის მოსახლეობა ყვავილებს ტოვებს
პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში დიქტატორული რეჟიმის დამარცხების 51-ე წლისთავის აღსანიშნავად საბერძნეთის მოსახლეობა ყვავილებს ტოვებს
პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში დიქტატორული რეჟიმის დამარცხების 51-ე წლისთავის აღსანიშნავად საბერძნეთის მოსახლეობა ყვავილებს ტოვებს. პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყება იყო სამხედრო დიქტატურის წინააღმდეგ საყოველთაო წინააღმდეგობის გამოხატვა, რომელიც ათენში 1973 წლის 14 ნოემბერს სტუდენტების ინიციატივით დაიწყო და 17 ნოემბერს სისხლიანი შედეგით დასრულდა.
სტუდენტებმა 1973 წლის 14 ნოემბერს უარი განაცხადეს დასწრებოდნენ ლექციებს და მოახდინეს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის “ოკუპირება”. აღნიშნული სტუდენტური საპროტესო ქმედება იმჟამინდელი დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ კი საყოველთაო საპროტესტო აქციაში გადაიზარდა, რომელსაც საბერძნეთის რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ. აჯანყების ჩასახშობად სახელმწიფომ სამხედრო ძალები და ტანკები გამოიყენა. სამხედრო ძალების უმოწყალო ქმედებამ რამდენიმე სტუდენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეროვნული კვლევის ფონდის დირექტორის, ლეონიდას კალივერეტაკისის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2003 წელს დასახელებული დაღუპულთა რიცხვი იყო 24. 2009 წელს კი უკვე ოფიციალურად გამოქვეყნდა აჯანყების პროცესში გარდაცვლილი 24 ადამიანის სია.
სტუდენტები და საბერძნეთის მოქალაქეები იბრძოდნენ დემოკრატიის აღდგენისთვის. 1973 წლის აჯანყება იყო ყველაზე მასშტაბური აქტი ქვეყანაში შვიდწლიანი გაბატონებული დიქტატურის წინააღმდეგ.
იმ საბედისწერო დღის შემდეგ, რომელმაც უამარავი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა, თუმცა ამავდროულად საძირკველი გამოუთხარა დემოკრატიის სამშობლოში უსამართლოდ გაბატონებულ სამხედრო დიქტატურას, ყოველ 17 ნოემბერს საბერძნეთის მოქალაქეები ათენის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში იკრიბებიან, რათა სამხედრო დიქტატურის წინააღმდეგ სისხლიანი სტუდენტური აჯანყების წლისთავი აღნიშნონ.