Latest news
ადონის ღეორღიადისმა აღიარა, რომ თმა გადანერგილი აქვს - კაცები უნდა ვეცადოთ გავიუმჯობესოთ გარეგნობა, ... განცხადებების მიღება საზაფხულო ვაუჩერების მოსაგებად 2025 წლის 13 და 14 მაისსაც იქნება შესაძლებელი ძლიერი წვიმა და დაბალი ტემპერატურა საბერძნეთის ტერიტორიაზე შემოდგომის თბილ თვეს მოგვაგონებს დედა ჩხუბის შედეგად შემოაკვდა - ცხედარის გადამალვას საათობით ცდილობდა ირაკლიო: 42 წლის ქალმა სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა ლარისა: შვილმა საკუთარი დედა დანით დაჩეხა და ცხედარის გადამალვა ბიძაშვილთან ერთად სცადა განცხადებების მიღება საზაფხულო ვაუჩერების მოსაგებად 2025 წლის 18 მაისამდე გაგრძელდება როგორ შეძლებს საბერძეთის მოსახლეობა უფასოდ ოპერაციების გაკეთებას კერძო კლინიკებში Tiktok-ზე ვრცელდება გულისამაჩუყებელი ვიდეო, თუ როგორ გადაარჩინა 21 წლის მედდამ კნუტის სიცოცხლე კრეტა: ავტოსაგზაო შემთხვევამ 56 წლის კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა
სამშაბათი, მაისი 13, 2025
კრიმინალისაბერძნეთი

პოლიციამ ავსტრიის მოქალაქე დააკავა, რომელიც კუნძული კოსკენ მიმავალ რეისზე ჰაშიშს ეწეოდა

პოლიციამ ავსტრიის მოქალაქე დააკავა, რომელიც კუნძული კოსკენ მიმავალ რეისზე ჰაშიშს ეწეოდა

კუნძულ კოსზე ვენა-კოს რეისის დაშვებისთანავე პოლიციამ ავსტრიელი 29 წლის ტურისტი დააკავა, რომელმაც ფრენის დროს ნარკოტიკული ნივთიერება მოიხმარა.

სანამ თვითმფრინავი დაჯდებოდა ახალგაზრდა გოგონა საპირფარეშოში შევიდა, სადაც საკმაოდ დიდი ხანი დაჰყო, რის გამოც ბორტგამცილებლებმა მისი შემოწმება გადაწყვიტეს. საპირფარეშოში შესვლისთანავე ბორტგამცილებლებმა აღმოაჩინეს, რომ გოგონა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გოგონა ეკიპაჟის მითითებებს არ დაემორჩილა, რის გამოც ბორტგამცილებლები იძულებულნი გახდნენ ეცნობებინათ საქმის ვითარება სამართალდამცავი ორგანოებისთვის.

გამომდინარე აქედან, როგორც კი თვითმფრინავი კუნძული კოს აეროპორტში დაეშვა პოლიციამ ავსტრიელი ტურისტი დააკავა. დაკავებულის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 24 გრამი ჰაშიში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *