Latest news
9 აპრილს საჯარო მოხელეები გაიფიცებიან ორჯერ უვადო პატიმრობა მიესაჯა რულა პისპირინგუს, რომელიც საკუთარი შვილების მკვლელობაში ბრალდებულად სც... არ ვიცით როდის დავკრძალავთ ჩვენს შვილს - ღამის კლუბში გაჩენილმა ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის 1... სალონიკი: ჩრდილეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრები საბერძნეთს მადლობის სათქმელად დ... ჩრდილოეთ მაკედონია: ხანძრის შედეგად დაშავებულები სალონიკის საავადმყოფოში გადიან მკურნალობას რატომ არის ღამის კლუბი ყველაზე საშიში შენობა ევაკუაციისთვის? ჩრდილოეთ მაკედონიაში მომხდარი ხანძარი 4 ყველაზე დიდ მომაკვდინებელ ხანძართა სიაში შევიდა დღეიდან ამინდი უარესდება - სად არის თოვლიანი ამინდი მოსალოდნელი ჩრდილოეთ მაკედონია: ღამის კლუბში მომხდარმა ხანძარმა 59 ახალგაზრდას სიცოცხლე იმსხვერპლა, 150 მძიმედ დ... ნეოს კოზმოს: საცხობი ფერფლად იქცა
სამშაბათი, მარტი 18, 2025
საბერძნეთი

პოლიციამ ათენის აეროპორტიდან მიგრანტების არალეგალურად გადამყვანი კრიმინალური ორგანიზაცია დაშალა

ათენის აეროპორტის პოლიციის დეპარტამენტმა გამოამჟღავნა და დაშალა კრიმინალური ორგანიზაცია, რომელიც დაკავებული იყო საბერძნეთიდან ევროპის სხვა ქვეყნებში უცხოელების უკანონო გაყვანით ათენის აეროპორტის მეშვეობით, ყალბი ან ნამდვილი სამგზავრო დოკუმენტებით, რომლებიც გაცემული იყო სხვა პირის სახელზე.

ზემოაღნიშნული უწყების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში პოლიციის ოფიცრებმა დააკავეს დანაშაულებრივი ორგანიზაციის 7 ინტეგრირებული წევრი.

კრიმინალური დაჯგუფების უცხოელი წევრების მიმართ (სამი 39 წლის, ორი 38 წლის, 43 წლის და 20 წლის) საქმე აღიძრა დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნის, საიმიგრაციო და სოციალური ინტეგრაციის კოდექსის სამართალდარღვევის  და  გაყალბების ფაქტზე.

როგორც წინასწარი გამოძიებიდან ირკვევა, ზემოთხსენებულმა უცხოელებმა, მიმდინარე წლის მარტიდან, შექმნეს ოპერატიულად სტრუქტურირებული და უწყვეტად მოქმედი დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომლის მიზანი იყო ქვეყნიდან უცხოელთა უკანონო გასვლის ხელშეწყობა საჰაერო გზით.

ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გამგზავრების მსურველთა მოძიების შემდეგ ისინი  უზრუნველყოფდნენ მათთვის დროებით საცხოვრებელ ადგილს, შემდეგ კი მაღაზიებში მიყავდათ შესაბამისი ტანსაცმლისა და ვარცხნილობის მოსარგებად რათა “ევროპელი მგზავრის” გარეგნობა შეეძინათ.

შემდეგ ისინი გადაყავდათ ფოტოსტუდიებში, სადაც იღებდნენ ფოტოებს, რომლებიც შემდეგ მათთვის ყალბი სამგზავრო დოკუმენტების დასამზადებლად ან ნამდვილი დოკუმენტების გასაყალბებლად გამოიყენებოდა.

საბუთების დასრულებისა და მიწოდების შემდეგ ისინი გადაყავდათ ათენის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის  მიმართულებით ავიარეისებზე და რეგისტრაციის გავლიდან თვითმფრინავში ჩასხდომამდე  ხელმძღვანელებდნენ მათ ყველა ეტაპზე, რათა თავიდან აეცილებინათ პოლიციის  კონტროლი.

ათენის აეროპორტის გავლით ქვეყნიდან უკანონო მიგრანტების  გაყვანის ღირებულება მერყეობდა 3000 ევროდან 4000 ევრომდე, დანიშნულების ადგილისა და დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ტრეფიკინგის მსხვერპლი უცხოელი იყენებდა.

პოლიციის მიერ ჩატარებული  წინასწარი გამოძიებით გამოვლინდა 28 მგზავრის გასვლის და 16 მგზავრის გასვლის მცდელობის შემთხვევა რგოლის წევრების ხელმძღვანელობით და მხარდაჭერით, რომლებიც ცდილობდნენ გამგზავრებას ათენის აეროპორტის გავლით ზემოაღნიშნული მეთოდოლოგიით.

ათენის ერთ-ერთ ბინაში ჩატარებულმა გამოძიებამ ყალბი დოკუმენტების დამზადების  სრულად აღჭურვილი ლაბორატორია გამოავლინა.

როგორც აღნიშნულ ლაბორატორიაში, ასევე დაჯგუფების  წევრების სახლებში ჩატარებული საერთო ჩხრეკიდან ამოღებულია:

251 ბერძნული პირადობის მოწმობა, 29 სხვადასხვა ქვეყნის პასპორტები, 4 სხვადასხვა ქვეყნის ბინადრობის ნებართვა, 10 სხვადასხვა ქვეყნის პირადობის მოწმობა, 3 სხვადასხვა ქვეყნის მართვის მოწმობა, 13 ბერძნული პირადობის მოწმობის დაბეჭდილი ყალბი ბლანკები, 29  დაბეჭდილი ყალბი ცარიელი იტალიური პირადობის მოწმობები, 31 სხვადასხვა პირის ფოტოსურათი, 14 ფურცელი, რომლებზეც გამოსახულია უცხო ქვეყნის პასპორტის კონტროლის შტამპები და სხვა ნივთები.

ასევე, ბინების ჩხრეკისას გამოვლინდა 8 უცხოელი, რომლებსაც არ გააჩნდათ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის უფლება და რომელთათვისაც დაიწყო ადმინისტრაციული დეპორტაციის პროცესი.

დაკავებულები მათ წინააღმდეგ აღძრული საქმით ათენის სისხლის სამართლის პროკურატურაში გადაიყვანეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *