Latest news
ხუთშაბათი, თებერვალი 13, 2025
კრიმინალისაბერძნეთი

პოლიციამ დააკავა დამნაშავეები, რომლებიც თავს ΔΕΗ-ის თანამშრომლებად აჩვენებდნენ და მოხუცებულებს ძარცვავდნენ

პოლიციამ დააკავა დამნაშავეები, რომლებიც თავს ΔΕΗ-ის თანამშრომლებად აჩვენებდნენ და მოხუცებულებს ძარცვავდნენ

ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ძარცვავს დამნაშავეთა დაჯგუფება მოხუცებულს, მას შემდეგ, რაც სახლის მეპატრონეს თავი ΔΕΗ-ის თანამშრომლებად მოაჩვენეს.

დამნაშავეებს ეს ტაქტიკა ეხმარებოდა დაერწმუნებინათ მოხუცებულები მათთვის კარი გაეღოთ.ერთ-ერთი მათგანი სახლის მეპატრონეს საუბარში ართობდა, ხოლო დანარჩენებს სახლიდან გამოჰქონდათ თანხა და ძვირფასეულობა.

იმისთვის, რომ სახლებიდან მაქსიმალური ოდენობის თანხა და ძვირფასეულობა გაეტანათ მოხუცებულებს არწმუნებდნენ რაც კი თანხა და ძვირფასეულობა ჰქონდათ გაეხვიათ ფოლგაში, რათა ტექნიკური სამუშაოებისგან, რომლებსაც ΔΕΗ-ის თაღლითი თანამშრომლები ჩაატარებდნენ, დაეცვათ. სწორედ ამ ფოლგაში გახვეული თანხა და ძვირფასეულობა გამოჰქონდათ სახლებიდან მოხუცებულებისგან მალულად. 

აღნიშნული დამნაშავეთა დაჯგუფება 2024 წლის ივნისიდან ძარცვავს სახლებს. პოლიციამ უკვე დააკავა დაჯგუფების 2 წევრი, რომლებიც 35 და 40 წლის ასაკის არიან. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *