პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც საბერძნეთში ნაყიდ წამლებს საფრანგეთის ტერიტორიაზე არალეგალურად ყიდდა
პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც საბერძნეთში ნაყიდ წამლებს საფრანგეთის ტერიტორიაზე არალეგალურად ყიდდა
უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა პოლიციამ საბერძნეთის ტერიტორიაზე, რომელიც საფრანგეთში წამლებს არალეგალურად ყიდდა.
სამართალდამცავი ორგანოების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად დაკავებული დანაშაულებრივ ქმედებას 2021 წლის აგვისტოდან ეწეოდა და ამ დრომდე საფრანგეთის მიმართულებით გადაგზავნილი აქვს წამლებით დატვირთული სულ მცირე 55 ამანათი. გადაგზავნილი მედიკამენტების ჯამური რაოდენობა 110 000 ევროს აჭარბებს.
დამნაშავე პერიოდულად იცვლიდა როგორც საკურიერო კომპანიებს, ასევე კომპანიების ფილიალებს და ამანათებზე უთითებდა გამგზავნის ყალბ ინფორმაციას და ასვე პროდუქტის მცდარ აღწერილობას.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პოლიციის თანამშრომლებმა დამნაშავე სწორედ ერთ-ერთი საკურიერო კოპმანიიდან შეძლეს, რომელიც ათენის ცენტრში მდებარეობს. დამნაშავე ცდილობდა გაეგზავნა ამანათი, რომელიც 3 360 წამლის ფირფიტას შეიცავდა.