პოლიციამ სტავრუპოლში მოკლული ქართველი მამაკაცის მკვლელების ვინაობა დაადგინა
პოლიციამ სტავრუპოლში მოკლული ქართველი მამაკაცის მკვლელების ვინაობა დაადგინა
სალონიკში შაბათს შუადღეს 41 წლის ქართველი მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილების ვინაობა დაადგინა.
ძებნილები 41 და 51 წლის მამაკაცები არიან.
აღნიშულმა პირებმა, პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, მანქანიდან ესროლეს მსხვერპლს, რის შედეგადაც მან სასიკვდილო დაზიანებები მიიღო. მკვლელობის სავარაუდო მიზეზი ანგარიშსწორება/შურისძიებაა.
პოლიციის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად ძებნილებიდან ერთ-ერთი პიერიას დროებითი მაცხოვრებელია, ხოლო მეორე კი სალონიკში ცხოვრობს.
Facebook Comments Box
