Latest news
დღეიდან ათენის მოსახლეობა მობილურ ტელეფონებში სამგზავრო ბარათების მიმაგრებას შეძლებს პირეაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში თანამშრომლებმა ალკოჰოლური ნივთიერება 10 არასრულწლოვანს მიყიდეს გეგმიური სამუშაოების გამო მეტროს წითელი ხაზის 3 სადგური დროზე ადრე შეწყვეტს მუშაობას ხალკიდიკი: პოლიციის თანამშრომლები ქრთამის აღებისთვის დააკავეს ფერმერების ბლოკადა გრძელდება - რას ითხოვენ აქციის მონაწილეები კალამატაში შენობაზე გრაფიტით შესრულებული მარია კალასის პორტრეტი მსოფლიოში საუკეთესო <<ფრესკად>> დასა... 16 დეკემბერი: ვინ გაიფიცება ხვალ და იმოძრავებს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი  ვინ არის ბერძენი ესკოპარი, რომელიც ნარკოტიკებით სავსე გემის ფლობისთვის დააკავეს ავტოსაგზაო შემთხვევამ მოტოციკლეტისტის სიცოცხლე იმსხვერპლა ავტომანქანას სტეფანოსი კი არა მამამისი მართავდა - აცხადებს ციციპასის ადვოკატი
სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025
Uncategorized

პოლიციამ ფინიკუნდაში მომხდარ მკვლელობაში 2 ეჭვმიტანილი დააკავა

პოლიციამ ფინიკუნდაში მომხდარ მკვლელობაში 2 ეჭვმიტანილი დააკავა

ფინიკუნდაში მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება.

პოლიციამ დღეს შუადღეს მკვლელობაში ბრალდებული 2 22 წლის ახალგაზრდა დააკავა.

protothema.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაკავებულებმა დაკითხვისას სხვადასხვა ინფორმაცია მიაწოდეს სამართალდამცავ ორგანოებს, რამაც გამოძიების მსვლელობა კიდევ უფრო ჩიხში შეიყვანა.

22 წლის თანამზრახველმა, რომელიც თავად ჩაბარდა, განაცხადა, რომ მაშინ როცა მისმა მეგობარმა ქემფინგის მეპატრონესა და მის პარტნიორს ესროლა მიმღების გარეთ იდგა. ხოლო მეორე დაკავებულმა, რომელსაც უშუალოდ მკვლელობაში ედება ბრალი, განაცხადა, რომ მისმა თანამზრახველმა ისროლა და არა თავად მან.

“მე იქ ფულისთვის მივედი, არანაირი მიზეზი არ მქონია ვინმე მომეკლა. ის შევიდა შენობაში და არა მე.” – აცხადებს დაკავებული.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *