Latest news
მეტრო სადგური დაფნი, აღიოს იოანნის და ნეოს კოზმოსი დღესა 21:40 საათზე დაიკეტება 16 დეკემბერი: რატომ იფიცებიან საჯარო მოხელეები დღეიდან ათენის მოსახლეობა მობილურ ტელეფონებში სამგზავრო ბარათების მიმაგრებას შეძლებს პირეაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში თანამშრომლებმა ალკოჰოლური ნივთიერება 10 არასრულწლოვანს მიყიდეს გეგმიური სამუშაოების გამო მეტროს წითელი ხაზის 3 სადგური დროზე ადრე შეწყვეტს მუშაობას ხალკიდიკი: პოლიციის თანამშრომლები ქრთამის აღებისთვის დააკავეს ფერმერების ბლოკადა გრძელდება - რას ითხოვენ აქციის მონაწილეები კალამატაში შენობაზე გრაფიტით შესრულებული მარია კალასის პორტრეტი მსოფლიოში საუკეთესო <<ფრესკად>> დასა... 16 დეკემბერი: ვინ გაიფიცება ხვალ და იმოძრავებს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი  ვინ არის ბერძენი ესკოპარი, რომელიც ნარკოტიკებით სავსე გემის ფლობისთვის დააკავეს
ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025
საბერძნეთიკრიმინალი

პოლიციამ 15 წლის ბიჭი დააკავა საზღვარზე უკანონოდ არასრულწლოვანი ემიგრანტების შემოყვანისთვის

პოლიციამ 15 წლის ბიჭი დააკავა საზღვარზე უკანონოდ არასრულწლოვანი ემიგრანტების შემოყვანისთვის

15 წლის ბიჭი სირიიდან დააკავა პოლიციამ, რადგან საბერძნეთის საზღვარზე ავტომანქანით 9 ქვეყანაში უკანონოდ შემოსული ემიგრანტი გადაყავდა, რომელთაგანაც 7 არასრულწლოვანი იყო. 

აშკარად გადაჭედილი მანქანა, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა, მარტივად მოხვდა თვალში პოლიციას. მანქანა სალონიკი-სერონის ძველ ეროვნულ გზატკეცილზე მიემართებოდა. არასრულწლოვანი პოლიციის მითითებებს არ დაემორჩილა და იმის ნაცვლად რომ მანქანა გაეჩერებინა, სიჩქარეს მოუმატა. თუმცა გარკვეული მანძილის შემდეგ მანქანა ავტომატურად გაჩერდა, ბიჭმა გაქცევა სცადა, მაგრამ პოლიციამ ის მაინც დააკავა. 

ავტომანქანაში ორი ოჯახი იმყოფებოდა სირიიდან და ერაყიდან. ქვეყანაში არაკანონიერად ემიგრანტები ევროსიდან შემოვიდნენ. 

დაკავებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *