Latest news
ამალიადა: ციპუროს დიდი ოდენობით მიღების შემდეგ 12 წლის ბიჭი საავადმყოფოში მოათავსეს პატრა: 14 წლის გოგონამ თანაკლასელს ხელი ჰკრა - დაცემის შედეგად სკოლის მოსწავლემ თავი დაარტყა კიფისო: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 პირი დაშავდა გლიფადა: გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 7 კაციანი დანაშაულებრივი დაჯგუფება მუშაობდა 2 თურქეთის მოქ... სალონიკი: 16 წლის ბიჭი სკოლის წინ ხუთმა თანატოლმა უმოწყალოდ სცემა მონემვასია: მოულოდნელად გაჩენილმა ხანძარმა 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ედესა: სასამართლოს წინაშე წარდგება 34 წლის კაცი, რომელმაც შეყვარებული უმოწყალოდ სცემა საშემოდგომო ამინდები საბერძნეთში: ატმოსფეროში ნალექის რაოდენობა საგრძნობლად იკლებს ათენში დილა საცობებით დაიწყო როდოსი: სკოლის დირექტორი იხსენებს სახიფათო Superman-ის გამოწვევას, რომლის შედეგადაც 13 წლის ბიჭი მძი...
ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
კრიმინალისაბერძნეთი

პოლიციამ 17 წლის ბიჭი საბერძნეთის საზღვარზე 30 პირის უკანონოდ გადმოყვანის გამო დააკავა

პოლიციამ 17 წლის ბიჭი საბერძნეთის საზღვარზე 30 პირის უკანონოდ გადმოყვანის გამო დააკავა

კუნძული სამოსის სანაპირო დაცვამ 22 ნოემბერს 17 წლის ბიჭი დააკავა, რომელმაც საბერძნეთის საზღვარზე 30 იძულებით გადაადგილებული პირი უკანონოდ შემოიყვანა.

სწრაფმავალი გემი, რომელზეც იძულებით გადაადგილებული პირები იმყოფებოდნენ დაკავებულთან ერთად, მაღალი სიჩქარით მიემართებოდა თურქეთის სანაპიროებიდან კუნძული სამოსის ჩრდილოაღმოსავლეთ მიმართულებით, სანაპირო დაცვამ შენიშნა. მას შემდეგ, რაც სანაპირო დაცვამ გემს გაჩერებისკენ მოუწოდა 17 წლის ბიჭმა ადგილიდან მიმალვა სცადა, კიდევ უფრო მოუმატა სიჩქარეს და სახიფათო მანევრებით ცდილობდა პოლიციის ხელიდან დასხლტომას.

სანაპირო დაცვამ საბოლოოდ მაინც შეძლო სწრაფმავალი გემის შეჩერება. გემზე დამნაშავესთან ერთად იმყოფებოდა 6 კაცი, 5 ქალი და 19 არასრულწლოვანი. 

პოლიციამ 17 წლის ბიჭი განყოფილებაში გადაიყვანა, ხოლო იძულებით გადაადგილებული პირები კი დროებით თავშესაფარში განათავსეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *