პოლიციამ 2 არასრულწლოვანი მოტოციკლეტის მოპარვისთვის დააკავა
პოლიციამ 2 არასრულწლოვანი მოტოციკლეტის მოპარვისთვის დააკავა
ორი 14 წლის ბიჭი დააკავა პოლიციამ ოთხშაბათს ზაკინთოში მოტოციკლეტის ქურდობის ბრალდებით.
დაკავებულები 14 წლის რომა და მისი თანატოლი ალბანეთის მოქალაქეა. პოლიციამ არასრულწლოვნები მოტოციკლეტით გადაადგილებისას დააფიქსირა. ტრანსპორტის მონაცემების გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოტოციკლეტის მოპარვასთან დაკავშირებით განცხადება პიღადაკიას ტერიტორიიდან იყო შესული.
ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არასრულწლოვნებმა მოტოციკლეტი გარაჟიდან მოიპარეს. პოლიციამ მათი მშობლებიც დააკავა არასრულწლოვნებისთვის არასათანადო ყურადღების მიქცევის ბრალდებით, ხოლო მოპარული მოტოციკლეტი კი მის მფლობელს დაუბრუნა.
Facebook Comments Box