პოლიციამ 2 არასრულწლოვანი დააკავა 14 წლის ბიჭზე თავდასხმისთვის
პოლიციამ 2 არასრულწლოვანი დააკავა 14 წლის ბიჭზე თავდასხმისთვის
2 სკოლის მოსწავლე დააკავა 25 ნოემბერს პოლიციამ 14 წლის ბიჭზე თავდასხმის განხორციელებისთვის.
ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 16 წლის ბიჭები დაზარალებულს თავს სკოლასთან ახლოს დაესხნენ. 14 წლის ბიჭს დაზიანებები მიყენებული აქვს თავისა და სახის არეში.
თავდამსხმელები ლეზვოსის მე-5 სკოლის მოსწავლეები არიან.
პოლიციაში თავდასხმასთან დაკავშირებით საჩივარი დაშავებულის დედამ შეიტანა. სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება და ორივე არასრულწოვანი მათ მშობლებთან ერთად განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.
Facebook Comments Box