პოლიციამ 20 წლის ბიჭი დააკავა, რომელმაც 58 წლის კაცს 4 000 ევრო გამოსძალა
პოლიციამ 20 წლის ბიჭი დააკავა, რომელმაც 58 წლის კაცს 4 000 ევრო გამოსძალა
კოზანში კიდევ ერთი თაღლითობის შემთხვევა დაფიქსირდა.
58 წლის კაცმა ივლისის ბოლოს პოლიციაში საჩივარი შეიტანა, რომლის თანახმადაც განაცხადა, რომ მას მისი ბუღალტერის სახელით დაუკავშირდნენ და მისი საბანკო ანგარიშიდან 4 000 ევროს ოდენობის თანხა მოხსნეს.
პოლიციამ საჭირო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ დაადგინა, თუ საიდან შევიდა ზარი დაზარალებულის ტელეფონში და სწორედ ასე გავიდა 20 წლის ახალგაზრდას კვალზე, რომელიც ხალხს თავს ბუღალტრად აჩვენებდა და ამ გზით სძალავდა ფულს.
დაკავებულის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
Facebook Comments Box